გურამ მაჭარაშვილი ელჩებს: 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი

„არც სახალხო დამცველი, არც საელჩოები, არც უცხოელი პარტნიორები, არც NGO სექტორი, არავინ  ინტერესდებოდა იმ უბედურებით, რაც ხდებოდა მაშინდელ ციხეებში და წინასწარი დაკავების იზოლატორში“-განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის და  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. 

 გურამ მაჭარაშვილი თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მიმართავს დღევანდელ ელჩებს საქართველოში.

„კიდევ ერთხელ მივმართავ დღევანდელ ელჩებს საქართველოში, დაწყებული ევროკავშირის ელჩიდან. 4 თვეა უკვე კომისიის სხდომები მიმდინარეობს,  დღემდე არც ერთ მათგანს  არავითარი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, რომ ის რეჟიმი, რომელიც ამ სისასტიკეს ჩადიოდა დღეს მათ მიერ არის მონათლული ევროპული ღირებულების პარტიად და ქართულ საზოგადოებას მოუწოდებენ,  რომ ამ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, პირდაპირი გაგებით. ამას ქართული საზოგადოებისგან აუცილებლად ექნება პასუხი“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა