ტრამპი ლოს-ანჯელესში არეულობის შესახებ: გამოიყვანეთ ჯარი! დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები!

ტრამპი ლოს-ანჯელესში არეულობის შესახებ: გამოიყვანეთ ჯარი! დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ჯარის გამოყვანისკენ მოუწოდებს.

„ლოს-ანჯელესში ყველაფერი ცუდადაა. გამოიყვანეთ ჯარი!“, - დაწერა ტრამპმა.

ამ პოსტის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც ნიღბიანი ადამიანების დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.

ლოს-ანჯელესში რამდენიმე დღეა არეულობაა. შეტაკებები მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოს-ანჯელესში სამართალდამცველებმა ათობით არალეგალი დააკავეს. მასობრივი არეულობების გამო, ტრამპმა ლოს-ანჯელესში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.