ლევან მაჭავარიანი: ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი დიდი მოწოდების მიუხედავად ბატონი ჰერჩინსკისა და ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ისინი დუმილის რეჟიმს ამჯობინებენ და ირიბად ახალისებენ სიძულვილის ტიპის კამპანიებს

ლევან მაჭავარიანი: ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი დიდი მოწოდების მიუხედავად ბატონი ჰერჩინსკისა და ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ისინი დუმილის რეჟიმს ამჯობინებენ და ირიბად ახალისებენ სიძულვილის ტიპის კამპანიებს

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ძალიან დიდი მოწოდების მიუხედავად ბატონი ჰერჩინსკისა და ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ისინი დუმილის რეჟიმს ამჯობინებენ და შესაბამისად, მინიმუმ, ირიბად ახალისებენ ასეთი ტიპის კამპანიებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სიძულვილის ენის კამპანიაზე საუბრისა, რის გამოც „ქართული ოცნებამ“ შსს-ს საჩივრით მიმართა.

„ძალიან სამწუხაროა, ზიზღის ენამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ წარმოუდგენელია ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში და ამ ყველაფერს ახორციელებენ კონკრეტულად მდიდარი „ენჯეოების“ აქტივისტები, რადიკალური ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და ეს ყველაფერი ხდება, სამწუხაროდ, ევროპიდან დაფინანსებული ფულის მეშვეობით. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ძალიან დიდი მოწოდების მიუხედავად ბატონი ჰერჩინსკისა და ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ისინი დუმილის რეჟიმს ამჯობინებენ და შესაბამისად, მინიმუმ, ირიბად ახალისებენ ასეთი ტიპის კამპანიებს. ჩვენ გვაქვს ამის ასობით მაგალითი, სადაც ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება, რომელსაც მე ვერ გავიმეორებ.

რეაგირება იყო საჭირო. ეს ჩვენ უფლებაც არის, მეორე მხრივ - ეს ჩვენი ვალდებულებაც არის. მივმართავთ საჩივრით შსს-ს და ველოდებით რეაგირებას ყველა ასეთ ქმედებაზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, იწყებენ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მარბიელი "სამწუხაროა" "ნწ-ნწ-ნწ'-ს ჯობია ერთი "ნა ხუ.."!
7 საათის უკან