ყველამ კარგად დავინახეთ, რა ერთობასთანაც გვაქვს საქმე. თუ „დიფ სთეითი“ ეტყვის, რომ ერთად იყავით, ერთად არიან, როგორც კი რაღაც დირექტივა იქიდან დააგვიანებს, ერთმანეთის ჭამაზე გადადიან, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
„რაც შეეხება არაკონსტიტუციური მოთხოვნას, რომ ხელოვნურად შევქმნათ საქართველოში კრიზისი და ჩავატაროთ პარლამენტის ხელახალი არჩევნები - ეს არ იქნება და მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ“, - აღნიშნა მან.
შარმანაშვილი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომ არჩევნები ჩაატარონ ტელეფონების საშუალებით.
„ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ეს მობილური ტელეფონებით არჩევნების ჩატარება უფრო იუმორის სფეროა და ამაზე თქვენთან არ ვისაუბრებ. თუ მიმიწვევენ რომელიმე იუმორისტული გადაცემაში, იქ ვისაუბრებ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.