მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როდესაც ჩვენ  ვლაპარაკობთ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ხარისხითაც არ ვკმაყოფილდებით - ეს არის მთავარი, ეროვნული იდეა

მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როდესაც ჩვენ  ვლაპარაკობთ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ხარისხითაც არ ვკმაყოფილდებით - ეს არის მთავარი, ეროვნული იდეა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  გადაცემაში „ღამის კურიერი“  „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნებას“ აქვს ამბიციური გეგმა და როდესაც ხელისუფლება საუბრობს დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მოცემული ხარისხითაც არ კმაყოფილდებიან. 

„„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როდესაც ჩვენ  ვლაპარაკობთ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ხარისხითაც არ ვკმაყოფილდებით. ეს არის მთავარი ეროვნული იდეა, დამოუკიდებლობისა, მთავარი იდეა, ეს არის ქუდი ამ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარებს ყველაფერი დანარჩენის მენეჯმენტი.  როცა მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი გველაპარაკება ხოლმე, დავსხდებით და ვლაპარაკობთ ამ თემებზე, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, იმას რა ვუპასუხოთ და ამას იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, ამაზე ვლაპარაკობთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლა, უკანონო მიგრაცია, მყარი ეკონომიკა „ქართული ოცნების“ ეროვნული პოლიტიკის ნაწილია. 

„ნარკოპოლიტიკა, ნარკომანიის გასაღების თემა, ახალგაზრდებს რომ გვიწამლავს, როგორ გავაუმჯობესეთ ვახტანგ გომელაურის დამსახურებით ძირითადად და კიდევ უფრო მეტს ველოდებით ახალი მინისტრისგან, რომ დაწყებულ მაგარ საქმეს ბოლომდე დიდი ენთუზიაზმით მიიყვანს. როგორი ბრძოლა მიდის, მათ შორის, ასევე უკანონო მიგრაციას როგორ ვებრძვით ბევრი ახალი საქმე  კეთდება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ უკანონო მიგრანტები ამ ქვეყნიდან გავიყვანოთ. ტურისტი ნებისმიერი ქვეყნიდან ლეგალურად შემოვიდეს  ვუმასპინძლებთ, მაგრამ მიგრანტებს ვერ შევეგუებით. ეს ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ნაწილია, დამოუკიდებლობის ხარისხი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გავძლიერდეთ. არა დამოუკიდებელი პოლიტიკა იყო, სანქციების პოლიტიკა  რუსეთს დააზარალებდა საუკეთესო შემთხვევაში 0.3%-ით და ჩვენ რომ დაგვაზარალებდა  ჩვენთვის საუკეთესო 10-12%-ით.  10-12% იცით რას ნიშნავს?- 6 %-ით უკან დაიწია საქართველოს ეკონომიკამ პანდემიის დროს და რა მოხდა გახსოვთ. ორჯერ მეტად უკან დახევა  რას უზამდა ამ ქვეყანას, როდის და რამდენ ათეულ წელში წამოვდგებოდით ფეხზე  ეს რომ არ მოხდა ადვილია ამაზე ლაპარაკი „ასე არ იქნებოდა“, აი რომ მომხდარიყო და ეს, რომ არ გაგვეკეთებინა და ამას არ გავმკლავებოდით ამისკენ მივყავდით გარედან შემოტევებს. ფეხზე ვერ დავდგებოდით. რა შუაშია დამოუკიდებელი ეკონომიკა, რომ გვეუბნებიან, იმ შუაშია, რომ როცა ამ სისულელეებს ჩაყვები, ჩამოიქცევი ეკონომიკურად და როდესაც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებ ამან უზრუნველყო ის, რომ ევროპაში ვართ პირველები.  დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა ნიშნავს- ეკონომიკის ზრდას, უკანონო მიგრაციასთან თავისუფლად ბრძოლას, ნარკომანიასთან ბრძოლას, სასამართლოს დამოუკიდებლობას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულობა და თავისუფლება  არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა აშენდეს ქართული სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის  მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ნებისმიერი  სფეროც იყოს წარმატებული. 

„საქართველოს ეროვნულობა და თავისუფლება  არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის  მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ერთი, მეორე და მეასე სფეროც გვქონდეს წარმატებული“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.