შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: თუკი ელჩს სურს რაიმე გზავნილის გადაცემა, შევახსენებ, ის აკრედიტებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა მინისტრია მისი უშუალო პარტნიორი საკომუნიკაციოდ

შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: თუკი ელჩს სურს რაიმე გზავნილის გადაცემა, შევახსენებ, ის აკრედიტებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა მინისტრია მისი უშუალო პარტნიორი საკომუნიკაციოდ

თუკი ქალბატონ ელჩს სურს რაიმე გზავნილის გადაცემა, შევახსენებ, რომ ის აკრედიტებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა მინისტრია მისი უშუალო პარტნიორი საკომუნიკაციოდ, ასევე პრემიერსაც არაერთხელ განუცხადებია და ჩვენ ელჩებთან ურთიერთობას არასდროს მოვრიდებივართ, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე.

„ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი მისწერა პრეზიდენტ ტრამპს, ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება კონგრესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს ჩვენს ღიაობას და მზაობას საჯაროდ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი ხელით დააზიანა ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.