ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე, მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ველოდებით პოზიციას

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე, მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ველოდებით პოზიციას

ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე. ვამბობთ, რომ ვართ მზად აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ველოდებით პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის და იმის მიხედვით, თუ საით გადაიხრება ბალანსი, შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. 

„საჯარო წერილის გაგზავნამდე ჩვენ გავგზავნეთ არასაჯარო წერილი და სულისკვეთება იყო, დაახლოებით, იგივე, ჩვენ საჯაროდ ვითხოვთ პასუხს კითხვაზე - როგორ უყურებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე. ვამბობთ, რომ ვართ მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. ველოდებით პოზიციას. ხომ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა დასავლეთისკენ სიარული. თუ არ გვინდა, ვცადოთ აბა, იქნებ გვინდა, ამას ხომ საჯაროდ ვაცხადებთ. დავიწყოთ მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შევთანხმდეთ რაღაცებზე. ეს არის ჩვენი ზოგადი გზავნილი. გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის და იმის მიხედვით, თუ საით გადაიხრება ბალანსი, შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის,"- განაცხადა პრემიერმა.