აგრო სესხი გამარტივებული პირობებით MBC-ში

აგრო სესხი გამარტივებული პირობებით MBC-ში

თუ სოფლის მეურნეობით ხარ დაკავებული ან ახალი აგრო პროექტის დაწყებას გეგმავ, აგრო სესხი შეიძლება სწორედ ის ფინანსური გადაწყვეტა იყოს, რაც გჭირდება.

მსოფლიოს მასშტაბით აგრო სესხები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფინანსურ პროდუქტად ითვლება და ეს ტენდენცია საქართველოშიც კარგად შეიმჩნევა.

რატომ? იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა მოითხოვს სოლიდურ ინვესტიციას და სტაბილურ ფულად რესურსს.

აგრო სესხი საშუალებას გაძლევს, გაზარდო შენი სასოფლო-სამეურნეო წარმოება - განაახლო ტექნიკა ან მარაგები, შეიძინო სათესლე მასალა, სასუქი, მოამრავლო პირუტყვი, შეაკეთო სათბურები ან გააფართოო სამეურნეო საქმიანობა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი აგრო სესხი გათვლილია სეზონურობასა და სასოფლო-სამეურნეო ციკლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდის პირობებიც შესაბამისადაა მორგებული.
საქართველოში ათასობით ფერმერი იყენებს აგრო სესხს, რათა წვდომა ჰქონდეს იმ ფინანსურ რესურსზე, რომლის გარეშეც რთულია ზრდა და განვითარება. ეს ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდებში, როდესაც ინვესტიციები დროულია, ხოლო შემოსავლების მიღება შედარებით ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს.

რატომ MBC-ის აგრო სესხები?

MBC პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელიც უკვე წლებია სანდო პარტნიორია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის.

თუ ეძებ ფინანსურ პარტნიორს, რომელიც კარგად გაიგებს შენს საჭიროებებს და არ გაგხვევს ბიუროკრატიულ ფორმალობებში, მაშინ MBC-თან თანამშრომლობა ნამდვილად შენთვისაა.
ემბისი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 2 ტიპის აგრო სესხს გასცემს:

1.უზრუნველყოფილი აგრო სესხი: 2 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობით;

2. უგირავნო აგრო სესხი: 500-დან 20 000 ლარამდე მოცულობით.

სესხის ასაღებად მინიმალური დოკუმენტაცია დაგჭირდება:

●    აუცილებელია, რომ სესხის მსურველი მინიმუმ 21 წლის იყოს, ჰქონდეს აგრო მეურნეობა, ან იყოს თვითდასაქმებული აგრო მეწარმე;

●    დაგჭირდება ID ბარათი ან პასპორტი;

●    პირობები მაქსიმალურად მორგებული იქნება შენს საჭიროებებზე;

●    ემბისი განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს;

●    გექნება გადახდის შენს შემოსავლებსა და სეზონურობაზე მორგებული გრაფიკი;

●    ყოველთვიური შენატანით დაფარავ როგორც ძირითად თანხას, ასევე სესხის პროცენტს, 11 თვემდე საშეღავათო პერიოდით;

●    სესხის გაცემის მაქსიმალური ვადა კი 120 თვეა;

●    სურვილის შემთხვევაში, ემბისი უსასყიდლოდ გაგიწევს ბიზნეს კონსულტაციას და ფინანსური რჩევებითაც დაგეხმარება. 

თუ შენთვის მნიშვნელოვანია სწრაფი განვითარება და სანდოობა, მაშინ MBC-ის აგრო სესხი შენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდება.

გინდა გაიგო მეტი ან დაიწყო სესხის აღების პროცესი? ეწვიე MBC-ის ოფიციალურ ვებგვერდს ან უახლოეს ფილიალს. შენზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილება ემბისიში გელოდება.