რაში ეხმარება iCash ბიზნესებს და როგორ აგვარებს მათთვის ყველაზე რთულ პრობლემას - მარაგების მართვას?

რაში ეხმარება iCash ბიზნესებს და როგორ აგვარებს მათთვის ყველაზე რთულ პრობლემას - მარაგების მართვას?

თუ გაქვთ ბიზნესი და ეძებთ თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გაგიმარტივებთ მის მართვას - iCash სწორედ თქვენთვისაა. 

iCash არ არის მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიმართულების ბიზნესებისთვის განკუთვნილი პროგრამა, იგი ერგება როგორც განვითარებად, პატარა კომპანიებს, ასევე დიდ ბიზნესებს, რომლებსაც სურთ გახდნენ საუკეთესონი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უმარტივებს საქმეს არა მხოლოდ ბიზნესის მფლობელს, არამედ მენეჯერებს, ბუღალტრებს და ნებისმიერ თანამშრომელს.

რა არის iCash? 

როგორც უკვე აღინიშნა, iCash  თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც თავისი დახვეწილი ფუნქციონალით ერგება ყველა ტიპის სავაჭრო ბიზნესს, კაფე-რესტორნებს, ონლაინ მაღაზიებს, სილამაზის სალონებს და გეხმარებათ მის მართვაში ყველა მიმართულებით. 

მისი საშუალებით  გაქვთ წვდომა ყველა ტიპის სტატისტიკაზე, ანგარიშებზე და ზოგად მონაცემებზე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ თქვენს ობიექტზე მიმდინარე ოპერაციებს, რეალურ დროში ადევნოთ თვალი მოლარე ოპერატორთან განხორციელებულ ტრანზაქციებს, ასევე  მუდმივად გქონდეთ წვდომა ბრუნვებზე, შემოსავლებზე, ხარჯებსა და  ვალდებულებებზე, გაფილტროთ ფინანსური მოძრაობები  და მიიღოთ სასურველი ინფორმაცია ძალიან მოკლე დროში.

გარდა ამისა, ფასების ცვლა ყოველთვის პრობლემური საკითხია მომუშავე გუნდისთვის და მოითხოვს დიდ ყურადღებას, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ უხერხულობა პროგრამაშივე მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ფასი, ან შექმნათ ფასდაკლების ფასი და ყოველთვის მკაცრი სიზუსტით მოემსახუროთ ადამიანებს. სწრაფი და კომფორტული მომსახურება კი ის მთავარი გასაღებია, რომლითაც მარტივად დაიპყრობთ მომხმარებლების გულს და გაუჩენთ თქვენთან ხშირად სტუმრობის სურვილს. 

მარაგების მართვა - უდიდესი გამოწვევა, რომელიც iCash-ით მარტივად გვარდება

იმისათვის რომ მარაგების მართვის საკითხი მარტივად მოაგვაროთ iCash გთავაზობთ: 

•    პროდუქციის მიღების მოსახერხებელ ფუნქციას

•    მარტივად სამართავ მომწოდებელთა სიას

•    მიღებების ფილტრაციას  სხვადასხვა მონაცემების მიხედვით

•    მიღება/დაბრუნებას RS.GE-დან

•    პროდუქციის სიის, მიღებების, აღწერების, მომწოდებლების და სხვა მონაცემების იმპორტს სხვა პროგრამული უზრუნველყოფიდან

ამასთანავე iCash-თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადააადგილოთ პროდუქცია საწყობებსა და ობიექტებს შორის, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები. სისტემა უზრუნველყოფს მარაგების  ეფექტურ მართვას და კონტროლს, რაც გარანტიაა იმისა, რომ საჭირო პროდუქცია ყოველთვის ხელთ  გექნებათ. გარდა ამისა, პროგრამა საშუალებას გაძლევთ, სხვა მაღაზიის პროგრამული უზრუნველყოფიდან მარტივად გადმოიტანოთ მონაცემები, რაც თავის მხრივ ამარტივებს საწყისი ნაშთების შეტანას.  

თუ დაინტერესდით აიქეშით შეგიძლიათ ისარგებლოთ საცდელი ვერსიით სრულიად უფასოდ, შემდეგ კი გადაიხადოთ მინიმალური ყოველთვიური გადასახადი 40 ან 60 ლარი სასურველი პაკეტის მიხედვით და მართოთ ბიზნესი სწრაფად ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით.