შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით  უწყებათაშორისი შეხვედრა  გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას BAG-ის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი ჭიჭინაძე და ამავე ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე გრიგორი (გია) მორჩილაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საპენსიო მოდელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან წითელაშვილი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან დგებუაძე ასევე BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.