დიდუბის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 დიდუბის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. 
ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 24-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოედნის მავთულბადეს, ფეხბურთის კარის ბადეებს, კალათბურთის ფარსა და სხვა დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს. 

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 10 000 ლარია გამოყოფილი. 

ანალოგიური ტიპის სამუშაოები, დამატებით რამდენიმე მოედანზე უახლოეს დღეებში დაიწყება.