შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

„… ამბობს დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის 1 120 000 ამომრჩეველს დამნაშავესა და ინფექციას უწოდებს.
ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მარბიელი ჰოდა ეს ფაშისტური განცხადებების ავტორი იუკნევიჩიენე ქვეყანაში არ უნდა შემოუშვათ
3 კვირის უკან
კანუდოსელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეთ რაისა, ნუ ლაყაფობთ ტყუილად!
3 კვირის უკან