დავით ქანთარია: როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო

დავით ქანთარია: როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც, შემდეგ, რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა სამეგრელოს და დაჩაგრა მთელი სამეგრელო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

ქანთარიამ ყურადღება გაამახვილა როლანდ ახალაიაზე, რომელსაც არარაობა და სამეგრელოს სირცხვილი უწოდა. მისი თქმით, ახალაიამ სამეგრელო დაჩაგრა და თავისი ჭკუით ახალი ლევან დადიანი გახდა.  

"ეს არის არარაობა და სირცხვილი სამეგრელოსი. მისი აგრესია პირადად ჩემი მიმართულებით წამოვიდა, იმიტომ, რომ გვესროლეს მანქანიდან მე, ედიშერ ჩარგაზიას (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი) და მას - ის დაიმალა. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა მთელ სამეგრელოს და თავისი ჭკუით, გახდა ლევან დადიანი. ახალაიამ დაჩაგრა სამეგრელო. მე ხშირად ვახსენებ, რომ მან სამეგრელოს მოუწყო ე.წ. "მეგრელთა საქმე." 12 წელზე მეტია, მე გამოვდივარ სატელევიზიო, პრესით, ფეისბუქით - მას პასუხი არასდროს გაუცია." -  აღნიშნა დავით ქანთარიამ.