პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ მიუხედავად საჯარო უარისა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
მისი თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბევრი მათგანი არც კი განიხილავს არჩევნებზე უარის თქმას. რაქვიაშვილი კონკრეტულ პარტიებსაც ასახელებს.
„ეშინიათ, რომ ბულინგი დაიწყება, ბულინგს ვერ აიტანენ და მით უმეტეს, მათი პოზიცია არ იქნება თანმიმდევრული. ამის გამო ელოდებიან, რომ იქნებ, ვიღაცამ პირველმა გამოაცხადოს, ის დააბულინგონ და მერე უკვე ამ ფონზე თვითონაც მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეიძლება, ყველამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ბევრი მათგანი ემზადება და არც კი განიხილავს არჩევნებზე უარის თქმას, ისედაც ცნობილი იყო და კულუარულად მით უმეტეს, ამაზე ლაპარაკობდნენ. გასაგებია, რომ გახარია არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ასე არ უთქვამთ, მაგრამ „ლელო“ რეგიონებში დადის და რეგიონულ ორგანიზაციებს აძლიერებს, „ახლებიც“ კი რეგიონებში აძლიერებენ [ორგანიზაციებს] - რისთვის, გაურკვეველია“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.