გურამ მაჭარაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა, ამას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებს

გურამ მაჭარაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა, ამას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებს

ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა. ამას მას შემდეგაც აგრძელებს, რაც პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის.

„არსებობს ამოჩემების სინდრომი – ამოჩემებული აქვს და პრეზიდენტობის ვადა გაიგრძელა, ხან აღლუმის მიღებას აპირებს, ხან საქართველოს უცხოეთში წარმოდგენას. ქართული საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის. გასაგებია, რომ მას ნულოვანი რესურსი აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა აქვს და მისი გამოხდომებიც აქედან გამომდინარეობს. მას „ნაცმოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში არანაირი რესურსი არ აქვს, ისინიც კი ცუდად იხსენიებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.