ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ხვდება

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებული ფორმატებით იმართება. მხარეები საერთაშორისო თემებს, ასევე, სავაჭრო ურთიერთობასა და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. 9 მაისს ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.