მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ამიტომ კომისიის სამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესმდივანი კონცენტრირდეს იმაზე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამხალისებლად.
„რაც შეეხება ზოგადად ევროპულ სტრუქტურებს და ამ ორკესტრირებულ მოქმედებას, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ამერიკაში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ეს რეზოლუციები, რომელიც მიიღებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. არ ვიცი ახლა მე ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებას, თუმცა მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ამის შემდეგ ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ ევროკომისიის პრესმდივანი თუკი თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს - აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომლითაც ფინანსდებიან პოლიტიკურ პარტიები (და ეს დადასტურებულია) რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.