აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ძალიან ბევრს ითხოვს.
ვენსმა აღნიშნა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გმობენ რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრას, თუმცა, როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, „კონფლიქტის დასასრულებლად, უნდა გესმოდეთ, რა პოზიციიდან მოქმედებს მეორე მხარე“.
„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან შეგნებულად მოქმედებდა, ცდილობდა, რომ რუსებს პირდაპირ განეცხადებინათ: „აი, რა გვინდა კონფლიქტის დასასრულებლად“. და კიდევ ერთხელ, თქვენ არ ხართ ვალდებული დაეთანხმოთ ამას. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მათი მოთხოვნები გადაჭარბებულია. და, რა თქმა უნდა, როდესაც რუსებმა პირველად წამოაყენეს თავიანთი სამშვიდობო პირობები, ჩვენი რეაქცია იყო: „თქვენ ძალიან ბევრს ითხოვთ“. მაგრამ სწორედ ასე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვენსმა.