მამუკა მდინარაძე: ის, რაც შეიძლება ევროპის სახალხო პარტიისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის - ეს არის დამოკიდებულება, რომელიც, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის ჩემი აზრით

მამუკა მდინარაძე: ის, რაც შეიძლება ევროპის სახალხო პარტიისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის - ეს არის დამოკიდებულება, რომელიც, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის ჩემი აზრით

ის, რაც შეიძლება ევროპის სახალხო პარტიისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის - ეს არის დამოკიდებულება, რომელიც, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის ჩემი აზრით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ანუ, როდესაც ჩვენ ვიღებთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ეს ჩვენთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ აგენტებმა უნდა გვმართონ - ეს არის მათი მიზანი.

„როდესაც თავად იღებენ, მაშინ ეს გამჭვირვალობა კარგია. ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც არის კარგი, ავტომატურად, სარკისებურად საქართველოში არის ცუდი იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ხელისუფლებას ბუნებრივად აქვს ინტერესი, რომ თავისი ქვეყნის მართვაში ერთი ადამიანიც კი ვერ ჩაერიოს გარედან. ვერავინ უნდა გაბედოს, ეს სწორი დამოკიდებულებაა, მაგრამ რატომ არის არასწორი დამოკიდებულება, რატომ უნდა გვმართოს ჩვენ რომელიღაც აგენტმა, რომელიც ყოველთვიურად, რაღაც ინტენსივობით იღებს გარკვეულ თანხებს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხელმოწერილიც აქვს რაღაც ვალდებულებები. რატომ უნდა მართოს საქართველო. რატომ არ უნდა მართოს ქართველი ხალხის არჩეულმა ადამიანმა, ადამიანთა ჯგუფმა, პარტიამ და რატომ უნდა გვმართოს ვიღაცის ხელდასხმულმა აგენტურამ.

თუ ამერიკაში კარგია, თუ ევროპაში კარგია ცუდი როგორ არის საქართველოში. ჩვენ გვიყურებენ როგორც პატარა, დაბალ ღობეს და ასე არ შევახედებთ. ჩვენ გვაქვს იმისი ძალა უკვე, საბედნიეროდ, რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არ უნდა მოიტყუონ, რაც არ უნდა ისპეკულირონ, რაც არ უნდა უტოპია შესთავაზონ ე.წ. ლოგიკის სახით საზოგადოებას, საქართველო დადგა იმ დონეზე, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და თავად ქართველი ხალხის მიერ. მარტო ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის ხელისუფლებაში, ჩვენ დავდეთ პრეცედენტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შევქმენით ეს პრეცედენტი, რომლის თანახმადაც ვეღარავინ ვერასდროს მართოს ეს ქვეყანა გარედან და ქართველ ხალხის, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ აქ, ამ ქვეყანაში. მარტივია და ეს არ გადაიხედება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.