მამუკა მდინარაძე: დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა

მამუკა მდინარაძე: დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა

„ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა. 

როგორც მან აღნიშნა, დღეს იმართება იმ პარტიის ყრილობა, რომლის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, შეძლო ეროვნული პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების ურყევი საფუძველია. 

„მივესალმები საზოგადოებას, ჩვენი პარტიის 41 000-ზე მეტ წევრს და მილიონზე გაცილებით მეტ მხარდამჭერს. 

მოგესალმებით ყრილობის დელეგატებს, პოლიტსაბჭოს წევრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. 
როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-9 ყრილობა. დელეგატებმა, სამუშაო რეჟიმში უკვე გავიარეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, მოვისმინეთ პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, ავირჩიეთ სარევიზიო კომისიის წევრები, დავამტკიცეთ წესდებაში შესატანი ცვლილებები. 

დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია.“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.