ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფერო საქართველოში ფართოვდება. „მაკრო დეველოპმენტი“ თბილისში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას აფართოებს.
როგორც ბიზნესმენმა, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „ქრონიკასთან“ აღნიშნა, კომპანია კარგი მაგალითია იმის, რომ თუ შემოვიდა ქვეყანაში ინვესტორი და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ.
„ეს [პროექტი] კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია, რომ გვაქვს ძალიან მიმზიდველი ეკონომიკა. „მაკრო კონსტრაქშენი“ არის ჯგუფი, რომელსაც კარგად ვიცნობ, მეგობრებიც კი გავხდით, ბევრი გადაკვეთა გვაქვს ერთმანეთთან. [კომპანია] შემოვიდა როგორც გზების მშენებელი, რომ საქართველოს მთავრობას და ჩვენ გადაგვეხადა ფული იმისთვის, რომ გზები ეშენებინა. რომ დაინახეს რა ქვეყანაა, აქ რა ხდება, რამდენიმე სასტუმრო ააშენეს, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყეს, ავეჯის წარმოება. ქვეყანას ერთი დიდი პრობლემა რაც გვაქვს არის ის, რომ გარეთ გადის საშინელი ინფორმაცია საქართველოზე, ეს არის მიზანმიმართულად მავნებლობა, რომ ვითომ აქ ცუდია ყველაფერი, ეკონომიკა დაინგრევა, არაფერი ვარგა, არაფერი არ მუშაობს და ეს ნეგატიური ინფორმაცია გადის გარეთ, რაც შემდეგ უამრავ ადამიანს აკავებს. „მაკრო კონსტრაქშენი“ მკაფიო მაგალითია იმის, რომ თუ შემოვიდა ქვეყანაში და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ“, - აღნიშნა რუხაძემ.