მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას და სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი კანონმდებლობა და ბერკეტები, რომ უკეთ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.
„შსს-ის ინიციატივა, რომელიც სხვადასხვა კანონში ცვლილებებს ეხება, ერთადერთ რამეს უკავშირდება - უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან და გავაკონტროლოთ უკანონო მიგრაცია. იცით, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ათასობით მოქალაქე იმყოფება არალეგალურად და ეს კანონმდებლობაც აქეთკენ არის მიმართული. უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქე აღმოჩენილა ოპოზიციის მიტინგზე, დაჰპირისპირებია პოლიციას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას და სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი კანონმდებლობა და ბერკეტები, რომ უკეთ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
დღეს პარლამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.