ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. BBC-ის ცნობით, ბრენტის ტიპის საწვავის ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაგალითისთვის, თბილისის დროით 14 ივნისის 18:10 საათისთვის, WTI-ის ტიპის საწვავზე ბარელის ფასი 72.98 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ბარელი ბრენტის საწვავის ფასი 74.23 აშშ დოლარი გახლდათ.
ასეთი ცვლილებების მიუხედავად, საწვავის ფასის ზრდა იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - მაშინ ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა.
ასევე, ექსპერტები შეშფოთებულები არიან იმით, რომ აღნიშნულ კონფლიქტის გამო, შესაძლოა, ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონებიდან მოსაწოდებელი პროდუქცია შეფერხდეს.