ჟურნალისტი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტს, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
გვიმრაძე სვავს კითხვას, ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, ხელოვნებას უწოდებენ თუ არა და მოუწოდებს მათ, რომ თუ მებრძოლი ათეისტები არიან, ეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებულები ნუ პოზიციონირებენ.
"ისე ამას გნებავთ ვოუკიზმი დაარქვით და რაც გნებავთ ის დაარქვით, ის რაც სამეფო უბნის თეატრმა დადგა, მაგასაც ხელოვნებას უწოდებთ? ეგეც კულტურაა? ისე თუ მებრძოლი ათეისტები ხართ, გეყოთ სიმამაცე და რელიგიურ სიმბოლიკას ამოფარებული (სანთლებით და წითელი კვერცხებით ევროპისკენ სიარული) ნუ პოზიციონირებთ, საჯაროდაც ისე გამოდით როგორც თქვენს ბაბლში, სპექტაკლებზე იქცევით და ის ილაპარაკეთ, რასაც იქ ლაპარაკობთ. თუ რამემ გაჟონა, თქვენი სპექტაკლის შინაარსმა გაჟონა", - წერს გიორგი გვიმრაძე.