ვლადიმერ ბოჟაძე: ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ.

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ.

თქვენ იცით, რომ ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ. - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე შინაარსის კანონპროექტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო ინიციირებული და ახლა, სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, გრძელდება.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, უკვე სენატის, ან შემდეგ უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებაში.

კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალურ ომის პარტიაზე“, „დიფ სთეითზე“, ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს. ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.