პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, საზიანო გადაწყვეტილების მიმღებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„გახარია საკუთარ ტყუილებში გაიბლანდა, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ. ის, რასაც აცხადებდა, თითქოს არანაირი წინსვლა საოკუპაციო ძალებს არ ჰქონიათ, იყო გარკვეულწილად პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმული ძალიან მძიმე ნაბიჯი, რომელსაც კიდევ უფრო მეტად მძიმე შედეგებიც კი შეიძლება მოეტანა. ვითომ ამ საგუშაგოს დანიშნულება იყო ჩვენი ტერიტორიის დაცვა და აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მივიღეთ. ბუნებრივია, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ადამიანმა, ვინც კონკრეტული ბრძანება გასცა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი
ცნობისთვის, გუშინ ამ საქმეზე მოწმის სახით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
არადა ამ ზეიმამდე 2 დღით ადრე დორბლიანმა მფორთხავმა ხელი მოაწერა "ომის ცალმხრივად შეწყვეტას" ანუ გასაგები ენით - ა, მე არ ვინძრევი, მოდი და რაც გინდა მიყავიო :))