ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას არ ექნება ბირთვული იარაღი. მის განცხადებას სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.
„მზად ვართ ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომელიც მიზანიც ირანში ბირთვული იარაღის არარსებობის უზრუნველყოფა იქნება, რადგან ჩვენი პრინციპის თანახმად, ბირთვული იარაღი აკრძალულია. მაგრამ თუ ხელშეკრულების მიზანი ირანისთვის მისი ბირთვული უფლებების წართმევა იქნება, ასეთი შეთანხმებისთვის მზად არ ვართ“, - განაცხადა მინისტრმა ელჩებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ისრაელს ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული მოლაპარაკებების საბოტაჟი სურს. „ისრაელი არასოდეს დაგვესხმებოდა თავს აშშ-ის მწვანე შუქისა და მხარდაჭერის გარეშე“, - განაცხადა მინისტრმა.
რანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, ისრაელის თავდასხმის შემდეგ, თეირანმა მათში მონაწილეობაზე უარი თქვა.
არაღჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს არ სურს კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებზე გავრცელება. მისი თქმით, თეირანი უცხოურ აგრესიას პასუხობს და აგრესიის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვით ქმედებებიც შეჩერდება.