კონგრესმენი უორენ დევიდსონი „MEGOBARI აქტზე

კონგრესმენი უორენ დევიდსონი „MEGOBARI აქტზე": ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს - ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა

არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ, - ამის შესახებ კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, კანონპროექტი საშინელი იდეაა. ამასთან, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს.

„ეს არასწორი მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტია. კოლეგებმა ამას მხარი არ უნდა დაუჭირონ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე, არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ, ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავი დაიცვას და ისინი მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ, მაშინაც კი, თუ ისინი მეტს დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს. ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა“, - განაცხადა უორენ დევიდსონმა.

მარბიელი არცერთ ევროპელს, თუ ამერიკელს არ უნდა საქართველოში არსებული პრობლემების შესწავლა; არ უნდა ქართველს ღირებულებების დათმობა, არ აიტანს დედა ეკლესიის აუგად ხსენებას, მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა! მიუღებელია ცალ ფეხზე დგომა, ან გირჩზურაბას პოზაში ჩადგომა! ამას რომ ითვალისწინებდეს დასავლეთი, გზა აქამდე გამოჩნდებოდა, მაგრამ იქაც ჭკუის დეფიციტია, უკრიტიკოდ იჯერებენ მათ მიერ დაფინანსებული ასო-ების არასწორ ინფორმაციებს, ქართველ ხალხად აღიქვამენ ასევე ძირითადად მათ მიერ დაფინანსებულ ქუჩაში მდგომთ ...
სანამ ქართველი არ ჩაუღრმავდება ამერიკის პოლიტიკის ანაბანას და სანამ ისინი არ ჩაწვდებიან აქაურობის მუღამს, იქნება ასეთი რიარია და ხაზარაძე-გვარამიების ბუყბუყი!
1 საათის უკან