გივი მიქანაძე დავით დოიაშვილზე: ზუსტად იმ სახელმწიფოში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას, რომელსაც თავისი გამონათქვამებით შეურაცხყოფას აყენებდა. ესეც მის უპრინციპობაზე მიუთითებს

გივი მიქანაძე დავით დოიაშვილზე: ზუსტად იმ სახელმწიფოში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას, რომელსაც თავისი გამონათქვამებით შეურაცხყოფას აყენებდა. ესეც მის უპრინციპობაზე მიუთითებს

ზუსტად იმ სახელმწიფოში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას, რომელსაც თავისი გამონათქვამებით შეურაცხყოფას აყენებდა, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ დავით დოიაშვილთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძის თქმით, ესეც მის უპრინციპობაზე მიუთითებს.

„სავარაუდოდ, სამხატვრო კოლექტივი, რომელმაც ის მიიწვია არ არის ინფორმირებული იმ საჯარო განცხადებების შესახებ, რასაც ის ჩინეთთან დაკავშირებით ახორციელებდა. სხვა შემთხვევაში ალბათ ეს შეთანხმებაც ვერ შედგებოდა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.