თავი დაანებოს ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფის მიყენებას. როდესაც სიტყვა „კრემლს“ ახსენებს ქალბატონი რასა, თავის წარსულს გადახედოს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ რასა იუკნევიჩიენეს განცხადების კომენტირებისას.
„თავი დაანებოს ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის შეურაცხყოფის მიყენებას. როდესაც სიტყვა „კრემლს ახსენებს ქალბატონი რასა, თავის წარსულს გადახედოს, თავისი ქვეყნების წარსულს გადახედოს - აი, ახლო მომავალში და ბალტიისპირეთის თავის სამ ქვეყანას, საიდანაცაა წარმოშობითა. დარწმუნებული ვარ, მათი ინტერესების გამტარია ევროკავშირში - მათ საქციელს დააკვირდეს, როდესაც ისტორიულ მაქსიმუმზეა სავაჭრო ურთიერთობები და ბრუნვები რუსეთის ფედერაციასთან იმ სანქციებისა და დამანგრეველი ომის ფონზე“, - განაცხადა კირცხალიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ლიეტუველი ევროპარლამენტარის გამონათქვამებს გამოეხმიანა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები ფაშისტური განცხადებების ზღვარს მიუახლოვდა. ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.