მარკო რუბიო: შეთანხმება წიაღისეულის შესახებ - ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია

მარკო რუბიო: შეთანხმება წიაღისეულის შესახებ - ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკასა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის შესახებ ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

„აშშ-ის პრეზიდენტის ლიდერობის წყალობით, დღეს აშშ-მა და უკრაინამ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რაც ჩვენი საერთო განვითარების ქვაკუთხედს და ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - დაწერა რუბიომ.

ცნობისთვის, აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.