ირაკლი კობახიძე: მშვიდობის, უსაფრთხოებისა და  სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

მშვიდობის, უსაფრთხოებისა და  სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ კუთხით,  განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ  ამ გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა  შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და შესაბამისად, არ გვექნებოდა არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები. ბატონ ვახტან გომელაურს მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა  ეკონომიკურ გუნდს. ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის", -  განაცხადა პრემიერმა.