გურამ ნიკოლაშვილი: ზურაბიშვილი

გურამ ნიკოლაშვილი: ზურაბიშვილი "დიფ სტეიტურმა" გავლენებმა ჩაიყვანა მაკრონის პარტიის ყრილობაზე, გამოიყვანეს სიტყვით, იქ მონათლეს და თქვეს, რომ არის ახალი ნელსონ მანდელა

როდესაც ჩვენ "დიფ სტეიტზე" ვლაპარაკობთ, ხშირად დგას ეს კითხვა და ახალი ტერმინია, ფარული გავლენები იგულისხმება. ეს არის ფარული ინტერესი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მექანიზმია, რომ პროქსი-ძალებით მოიპოვონ გავლენა, -  ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა,  რადიო "სივრცის" ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, ევროპული ქვეყნების მრავალი ხელისუფალი ემსახურება სწორედ "დიფ სტეიტის" ღრმა ინტერესებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნებზე წვდომა და ფინანსური ჰეგემონიის გავრცელება.

"წარმოიდგინეთ, საქართველო რა ტიპის მესამე რიგის ქვეყანას განეკუთვნება, რომ უამრავი ევროპელი ხელისუფალი, როტშილდების ბანკში მუშაობდა მაკრონი, "ბლექროკში" მუშაობდა მერცი. ყველანი არიან ჩვეულებრივი CEO, ვიზუალურადაც რომ ეტყობათ კლერკული ჩაცმულობა, რომლებიც ასრულებენ და ემსახურებიან სწორედ იმ ღრმა ინტერესებს, რაც იქ არის ჩადებული - ეს არის კაპიტალის ინტერესები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებზე უნდა იყოს წვდომა, უნდა ვრცელდებოდეს მათი ფინანსური ჰეგემონია და ის ქვეყნები უნდა ემორჩილებოდნენ იმ დღის წესრიგს, რომელსაც ითხოვს შემდგომი განვითარების დრამატურგია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინტერესის საგანს წარმოადგენს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი რესურსებისა  და ტერიტორიის მქონე ქვეყანა." -  აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მაგალითზე კარგად ჩანს ხსენებული ფარული ინტერესები, რაზეც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟიც მეტყველებს. 
ნიკოლაშვილის განცხადებით, სწორედ "დიფ სტეიტის" გავლენით მოხვდა ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის პარტიის ყრილობაზე იმ მიზნით, რომ ქართულ აუდიტორიაში იგი მანდატით აღჭურვილ ადამიანად წარმოჩენილიყო, თუმცა, რომის პაპის დაკრძალვაზე ამის გამეორება ვერ მოხერხდა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენდა. 

"საქართველოს მაგალითზე, კარგად ჩანს ეს როგორ ვითარდება. მაგალითად, ლაპარაკი გვაქვს პაპის გასვენებაზე. ვნახეთ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას - ვინ ჩავა, სალომე ზურაბიშვილი მაინც როგორ ჩავიდა და იმავეს გამეორება იყო დღის წესრიგში რომის პაპის გასვენებაში. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ერთი მხრივ, პრაქტიკულად რესურსამოწურული ადამიანი, "დიფ სტეიტურმა" გავლენებმა ჩაიყვანა მაკრონის პარტიის ყრილობაზე, გამოიყვანეს სიტყვით, იქ მონათლეს და თქვეს, რომ ეს ადამიანი არის ახალი ნელსონ მანდელა - ამის დანიშნულებაა მხოლოდ ერთადერთი: ის "მოასუქონ", მისცენ ის იარლიყები, რომელიც ადგილობრივ, აქაურ სამ მილიონიან აუდიტორიას წარმოუდგენს მას ერთგვარად მანდატით აღჭურვილ ადამიანად. მაგრამ, რომის წმინდა საყდარი ორიათასწლოვანი ინსტიტუციაა, შესაბამისად, ამ ინსტიტუციაში, თავისი ტრადიციის თანახმად, არანაირი მაკრონობა, სალომე ზურაბიშვილობა, ხელოვნური ფიგურების გამოძერწვა აღარ მოხდა, ლეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო წარმოდგენილი." -  განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.