ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს: პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრნენ, წარმატებები უსურვა

ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს: პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრნენ, წარმატებები უსურვა

ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.

„:მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.