სააკაშვილის პირადი შურისძიება რომ იყო, ის უშუალოდ რომ იყო ჩართული და მან რომ ყველაფერი იცოდა, ეს ჩანს იმ სატელეფონო საუბრებიდან, რომლებიც გამოქვეყნდა უკრაინულ ვებსაიტზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საუბრისას.
„ვინ და როგორ მოახერხა ჩაწერა, არ ვიცით მაგრამ, ეს ჩანაწერები გამოქვეყნდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და სადაც პირდაპირ ამბობენ, როგორ უნდა შეუთხზან ამათ რაღაც ბრალდებები, როგორ აგინებენ ცალკე აბდალაძეს, ცალკე გედენიძეს და აქედანაც ჩანს, რომ სააკაშვილი პირადად იყო დაინტერესებული მათი დასჯით.
თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნაცების ბუნება არ იცვლება; აი, ასეთ შემზარავი ამბავს ვისმენთ აბსოლუტურად უდანაშაულო ჟურნალისტებზე, ვუსმენთ დედას, რომელსაც ემუქრებიან, რომ ისეთ რაღაცებს დაგიმონტაჟებთ, ფოტოშოპებს გავაკეთებთ თქვენი კომპიუტერებიდან ამოღებული მასალის საფუძველზე, რომ თქვენი შვილები შეგიძულებენ, შვილებს ვეღარ ჩახედავთ თვალებშიო და ამის შემდეგ იწყება სოციალურ ქსელებში მათი ბულინგი, ისევ მათი გინება. პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ დღესაც, რასაც მაშინ აკეთებდნენ . ეს არის ყველაზე შემზარავი ალბათ, რაც ამ კომისიის მუშაობამ გამოაჩინა“, - აღნიშნა სუბარმა.