დასავლეთი უკრაინას ყოველთვის იყენებდა რუსეთის დასუსტების საშუალებად, - განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
„უკრაინას ყოველთვის იყენებდნენ რუსეთის დასუსტების საშუალებად. ამერიკელებმა საერთოდ არაფერი იციან და არც უნდათ, რომ იცოდნენ უკრაინის შესახებ. მათთვის სულ ერთია. ეს იყო მხოლოდ თამაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში. ეს ნამდვილი ტრაგედიაა“, - თქვა საქსმა.
მისი აზრით, უკრაინას საკუთარი ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინა, ხოლო აშშ-ს 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობაში დახმარება არ უნდა გაეწია. გარდა ამისა, ევროპას უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა განეხორციელებინა, რათა ის მასთან დარჩენილიყო.
პირიქით, როგორც ამერიკელი პროფესორი აღნიშნავს, ევროპას უკრაინა, როგორც რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდი, უნდა გამოეყენებინა.
უკრაინას, ერთდროულად ორი მიზნით იყენებენ,: როგორც რუსეთის დასასუსტებლად, ისე მისითვე, საკუთარი თავის გასანადგურებლად.
ამხელა მეორე რუსეთი ვის რაში სჭიდება მეზობლად, ანდა საერთოდ?!