გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის და უჩა ნანუაშვილის რუსი პრანკერების მახეში გაბმაზე საუბრისას.

„ახლა გამოვიდნენ და თვითონვე ახსენეს, რომ არიან აბსოლუტურად მოწყვეტილი საქართველოს რეალობიდან. ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ასევე ისაუბრა უცხოეთიდან დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ იმ ფულიდან, რაც მიიღეს, სიკეთისთვის ერთი თეთრიც კი არ დახარჯულა.

„წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ არც ერთხელ, არც ერთი თეთრი, არც ერთი ცენტი იმ ფულიდან, რაც მიიღეს, სიკეთისთვის არ დახარჯულა. ეს არის აბსოლუტურად მოღალატეობრივი გეგმა, რომელიც ვერ ასრულდა იმიტომ, რომ ელემენტარულად მასხრად აიგდეს“, - განმარტა გიორგი ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუსი პრანკერების მახეში გაებნენ. ზურაბიშვილმა პრანკერებთან საუბარში განაცხადა, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. უჩა ნანუაშვილმა კი თქვა: „უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები“.