პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდოს ქვეყანას.
დავით კაჭარავამ მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა ნამდვილ წევრებს, ვინც ხმა მომცა, ამირჩია და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი ყველაფრის. ამიტომ დავიწყებთ საფუძვლიდან ყველაფრის განვითარებას იმისთვის, რომ შემდგომში რესურსი გვქონდეს მაღალი მიღწევების. ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ - არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სტაბილურობისა და მენეჯმენტის მხარე და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ 6 ერი- ის ოჯახის წევრები,"- განაცხადა დავით კაჭარავამ.