პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, – ამ სათაურით აქვეყნებს „ესოშიეიტიდ პრესი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ფოტოს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მისვლისას“, – წერს „ესოშიეიტიდ პრესი“.
ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.