სერგეი ლავროვი: მოსკოვი განიხილავს სერიოზულ წინადადებებს უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ, მაგრამ არ ამჟღავნებს დეტალებს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება

სერგეი ლავროვი: მოსკოვი განიხილავს სერიოზულ წინადადებებს უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ, მაგრამ არ ამჟღავნებს დეტალებს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება

მოსკოვი განიხილავს სერიოზულ წინადადებებს უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ, მაგრამ არ ამჟღავნებს დეტალებს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ სერიოზული ადამიანები ვართ და განვიხილავთ სერიოზულ წინადადებებს. ჩვენ ვაყენებთ სერიოზულ წინადადებებს. ეს არის პროცესი, რომლის შესახებაც არ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, ვიდრე იგი არ დასრულდება“, – აღნიშნა ლავროვმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეთანხმებას არ უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას „ეს არ უთქვამს“.

„მოლაპარაკებები გრძელდება და ვიდრე ეს არ დასრულდება, ჩვენ არ გავამჟღავნებთ მათ შინაარსს“, – აღნიშნა მან.