პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რომიდან მამა გიორგი ზვიადაძემ.
„ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს წმინდა ეკლესიას ბევრი საფუძველი აქვს იმისა, რომ დიდი პატივისცემა გამოხატოს პაპი ფრანცისკეს მიმართ, გამოხატოს დიდი გულისტკივილი მის დაკრძალვასთან დაკავშირებით. პატრიარქის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათლად არის ნაჩვენები, თუ რის გამო შეიძლება ვიყოთ ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი მისი და ბუნებრივია გული გვტკივა და მწუხარებას განვიცდით“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.