რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: რადიკალური ოპოზიცია, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს მით უფრო მეტად ავლენს საკუთარ უუნარობას

რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: რადიკალური ოპოზიცია, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს მით უფრო მეტად ავლენს საკუთარ უუნარობას

რადიკალური ოპოზიცია, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს მით უფრო მეტად ავლენს საკუთარ უუნარობას, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს.

მისი თქმით, ოპოზიცია სრულად არის დეგრადირებული და მათ განცხადებებს არც შინაარსი აქვთ და არც ნდობა.

„ის, რომ აგენტურული ოპოზიცია არის სრულად დეგრადირებული და განადგურებული არა მარტო ჩვენ, ობიექტურმა შემფასებლებმა ვიცით, არამედ მათმა მცირერიცხოვანმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად უწყის. მისი ამომრჩეველიც კი ფიქრობს, რომ საქართველოს ჰყავს დეგრადირებული ოპოზიცია.

ეს შეფასებებიც მათი მხრიდან სწორედ ამ უშინაარსობას ადასტურებს. მათ არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ, არანაირი ნარატივი არ აქვთ. დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს იძახიან. გაბლანდულები არიან საკუთარ განცხადებებში თუ დავალებების შესრულებებში. ეს ყველაფერი სინამდვილეში არის კანონზომიერი იმიტომ, რომ იმდენად მტრობდნენ ყოველ ნაბიჯზე ჩვენს ქვეყანას და იმდენად ცდილობდნენ, რომ ყველაფრის ფასად, ოღონდ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და გაენადგურებინათ ეს ქვეყანა, რომ მათ დაიმსახურეს, რომ არც შინაარსი ჰქონდეთ, არც პატივისცემა და რა თქმა უნდა არც პოლიტიკურ მომავალი არ ექნებათ ამ დაჯგუფებებს თუ პოლიტიკურ პროექტებს. რადიკალური ოპოზიცია, რაც უფრო მეტს ლაპარაკობს მით უფრო მეტად ავლენს საკუთარ უუნარობას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.