რიკარდ იოზვიაკი: ნატოს 2024 წლის ანგარიშში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობაზე ჩანაწერი ამოღებულია

რიკარდ იოზვიაკი: ნატოს 2024 წლის ანგარიშში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობაზე ჩანაწერი ამოღებულია

რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ნატოს 2024 წლის ანგარიშში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობაზე ჩანაწერი ამოღებულია.

„დღეს ნატომ 2024 წლის დასკვნა გამოაქვეყნა. რა აკლია ამ დასკვნაში 2023 წელთან შედარებით? „უკრაინის მომავალი ნატოშია, და ალიანსი უკრაინას წევრობის გზაზე მხარს დაუჭერს“. „მოკავშირეები კვლავ დაუჭერენ მხარს საქართველოს ნატოში წევრობის გზაზე“, - დაწერა იოზვიაკმა.