ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. წინასწარ მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკისდან წასვლის შესახებ მისი განცხადება მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს დაასრულებს.

„მე გითხარით, რომ პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, მისი გუნდის ერთგული მხარდამჭერი და ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე, რომ გავიდე პოლიტიკიდან. წინასწარ, რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება. შეიძლება, აღარ მომიწიოს, შეიძლება, მომიწიოს, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, მივყვეთ ცხოვრებას და ყველას გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.