გია აბაშიძე:  უნიათობის გამო აგონიაში ჩავარდნილმა ნაცრევანშისტებმა მოუხშირეს

გია აბაშიძე:  უნიათობის გამო აგონიაში ჩავარდნილმა ნაცრევანშისტებმა მოუხშირეს "ფეიკების" გავრცელებას ვიზალიბერალიზაციაზე, თუმცა მათი მავნებლური "მესიჯბოქსი" მალე ნულდება სიმართლით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტის "ტაბულას“ მიერ მამუკა მდინარაძის ფრაზის კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელებას, რომლითაც  შექმნეს ისეთი ფონი, თითქოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოცემულობაა, ხოლო უმრავლესობის ლიდერი ამ არარსებული მოცემულობიდან გამომდინარე საუბრობს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, უნიათობის გამო აგონიაში ჩავარდნილმა ნაცრევანშისტებმა მოუხშირეს "ფეიკების" გავრცელებას ვიზალიბერალიზაციაზე, თუმცა მათი მავნებლური "მესიჯბოქსი" მალე ნულდება სიმართლით.

„უნიათობის გამო აგონიაში ჩავარდნილმა ნაცრევანშისტებმა მოუხშირეს "ფეიკების" გავრცელებას ვიზალიბერალიზაციაზე, თუმცა მათი მავნებლური "მესიჯბოქსი" მალე ნულდება სიმართლით. "მეხუთე კოლონა" ოცნებობს და სულდგმულობს იმით, რომ ოღონდ რაიმე სახის ზიანი მიადგეს საქართველოს ინტერესებს შინ და საგარეო ასპარეზზე. 

რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა "ტაბულამ“ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა მამუკა მდინარაძის ფრაზა და შექმნა ისეთ ფონი, თითქოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოცემულობაა, ხოლო უმრავლესობის ლიდერი ამ არარსებული მოცემულობიდან გამომდინარე საუბრობს.

ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას: 

სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ ჯერ სავარაუდო დაშვება გააკეთა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების, იქვე აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი არ არსებობს და ბოლოს, განმარტა: „ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში და შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, აქამდე შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე - იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს მათი მხრიდან. თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ არსებობს. ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, ბოლომდე მყარად დარჩა თავის გადაწყვეტილებებში, სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა და უკვე სავაჭრო, სალაპარაკო, დასაშანტაჟებელი ომის დასაწყებად იქნება, თუ მათთვის რაღაცა ბერკეტების მისაცემად, სასამართლოს გადასაცემად - დამოუკიდებელი არ უნდა იყოსო, ჩვენ უნდა მოგვცეთო - პრაქტიკულად ეს არის მესიჯი გარედან, რომ ბერკეტი გვქონდეს, როცა მოგვინდება მაშინ აგატრიალოთ, ავაყირაოთ ხელისუფლება - ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან? რით უნდა დაგვემუქრონ, ახლა ხომ ამით იმუქრებიან, ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მეტი გზა დასაშანტაჟებლად აღარ არის““, - წერს გია აბაშიძე.