მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კიდევ კარგი არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რომლითაც ფინანსდებიან აგენტურული საქმიანობისთვის, უფრო ყაირათიანად ხარჯონ მავნებლობაში

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კიდევ კარგი არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რომლითაც ფინანსდებიან აგენტურული საქმიანობისთვის, უფრო ყაირათიანად ხარჯონ მავნებლობაში

კიდევ კარგი არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რომლითაც ფინანსდებიან აგენტურული საქმიანობისთვის, უფრო ყაირათიანად ხარჯონ მავნებლობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მისამართით.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც შეძლო, რომ დამოუკიდებლობის ეს ხარისხი უზრუნველყოფილიყო ამ ქვეყანაში. შეიძლება ბევრი შეცდომაც გვქონია, გვაქვს, ან გვქონდეს, მაგრამ ეს არ არის ისეთი შეცდომები, რომელიც ჩვენს ქვეყანას რაიმე სერიოზულ ზიანს მოუტანს. მილიონი რეალური საკითხია, რაზეც გუნდის შიგნით დისკუსიები გვაქვს, ახლა გარეთ ხომ არ გამოვალთ და ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ?! ოპოზიცია იმისია, რომ ამაზე ილაპარაკოს, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რის დავალებასაც აძლევენ.

კიდევ კარგი არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი, რომ ის ფული, რომლითაც ფინანსდებიან აგენტურული საქმიანობისთვის, უფრო ყაირათიანად ხარჯონ მავნებლობაში. ეს ამ ქვეყნის ბედნიერებაა. როცა აგენტურულ საქმიანობას ეწევიან, ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას. რაც უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით, გარე ძალები, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ოკუპანტიდან დაწყებული, სხვა ქვეყნებით დამთავრებული, ვერცერთი გაბედავს ილაპარაკოს შენს ქვეყანაზე და ხალხზე შენს გარეშე. ამასობაში ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთ-ერთ ხიდზე ბანერი გამოუფენიათ, სადაც ეწერა, რომ ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღებაო“, - აღნიშნა მდინარაძემ.