მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - რასაც დაავალებენ ,იმას გააკეთებენ

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - რასაც დაავალებენ ,იმას გააკეთებენ

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ის ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, ვისაც რაღაც დავალებას და შესაბამის თანხას მიიღებს.

„ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ. მათ ერთადერთი უფლება აქვთ, შეეკამათონ, თუ ფულს არ მისცემენ ასე მონაწილეობას როგორ მივიღებთო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციური პარტიებიდან ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა: ის, ვინც რაღაც დავალებას მიიღებს და შესაბამის თანხას.

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ მონაწილეობას არ იღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში. „ლელომ “კი პოზიცია შეარბილა.

მარბიელი მეც მგონია, რომ მართლა გარედან იმართება ოპო, მაგრამ ისინი რომ ამბობენ, თუ გვინდა ახალი საპარლამენტო არჩევნები პუტინთან უნდა ჩავაწყოთ, თუ ის იტყვის იქნებაო? იქნებ ესევ მართალია? მითუმეტეს, რომ მდინარაძე და სხვებიც ადასტურებენ, რომ გახარია, ლომჯარია და კიდევ არაერთი გარედან კარნახით დანიშნეს!!! თუ ქვეყნის პირველ პირად დანიშნეთ ის, ვონცგაშიფრული გყავდათ როგორც აგენტი, რა გარანტიაა, რომ იგივეს არ აკეთებთ? იგივე სასტავი ხართ და იგივე გარე ძალებია!
2 თვის უკან
მარბიელი შეკითხვა: როცა ქვეყნის მართვა გახარიას (თქვენი მტკიცებით აგენტს) ანდეთ, რის სანაცვლოდ? რატომ უარი არ თქვით? რა მიიღეთ სანაცვლოდ? ალბათ ხელისუფლებაში დარჩენა არა? ანუ ქვეყნის მომავალი გაწირეთ თქვენი პირადი კეთილდღეობისათვის!!!
ასეთები რომ ხართ და ამას აღიარებთ, მე რატომ გენდოთ? იმიტომ რომ თქვენ თუ არა ნაცი მოვა? სწორედ ამიტომ გადაიფიქრეთ ნაცების აკრძალვა!!!
2 თვის უკან