მამუკა მდინარაძე: თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობაა პრიორიტეტი და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში

მამუკა მდინარაძე: თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობაა პრიორიტეტი და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში

ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ „ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?“. ზუსტად იმავეს ვამბობდით ჩვენც, - განაცხადა გადაცემაში„იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობაა პრიორიტეტი და ეს საჭიროა ქვეყნისთვის და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში. ქართველმა, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის რაც ჩემს ქვეყანაში არის აუცილებლობა, ის დაუშვებელია შენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივად, ეს არის ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფა.

ადამიანი ამერიკაში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ როგორც კი ქართველი ამაზე ისაუბრებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი. ამერიკაში რაც სახელმწიფოებრივია, საქართველოში რუსული რატომ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.