გივი მიქანაძე ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, თუ როგორ ხდებოდა უცხოური დაფინანსების გამოყენება საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

გივი მიქანაძე ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, თუ როგორ ხდებოდა უცხოური დაფინანსების გამოყენება საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსებით ხდებოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, სწორედ ამიტომ გამოდიოდნენ კონკრეტული ადამიანები გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„ჩვენმა საზოგადოებამ ამ ვიდეო ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მოისმინა და დადასტურებულად გაიგო, თუ როგორ ხდებოდა უცხოური დაფინანსების გამოყენება საქართველოში დესტაბილიზაციისთვის და როგორ არიან ეს ადამიანები და მათ მსგავსად კიდევ მრავალი სხვა, ვინც დგანან იმ კონკრეტული აქციების უკან, გამოკიდებული იმ დაფინანსებაზე, რომელიც უცხოური წყაროებიდან იყო მომართული იმისთვის, რომ საქართველოში ქაოსური პროცესები წარმართულიყო.

ვხედავთ ჩვენ რაოდენ სასოწარკვეთილნი არიან ისინი და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს დაფინანსება ამერიკული წყაროებიდან უკვე შეწყდა, ევროპული წყაროები კი საკმაოდ ინერტული და ნელია იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ დაფინანსების გამოყოფა და რომ ეს მოცემული პროცესები მათ ძალიან სავალალო მდგომარეობაში აგდებს.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსებით ხდებოდა მიზანმიმართულად ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, სწორედ ამიტომ იყვნენ ეს ადამიანები და მათ მსგავსად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასე კატეგორიულად წინააღმდეგნი, რომ ჯერ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიგვეღო, ხოლო შემდეგ „ფარას“ კანონი მიეღო საქართველოს პარლამენტს.

სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი წინააღმდეგნი, რომ საზოგადოებას სცოდნოდა დაფინანსების რეალური წყარო და დღევანდელი ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ცხადყოფს რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის იმ კანონმდებლობის მიღება, რომელიც სწორედ ხელს უშლის გარე მცდელობებს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიოს და გარედან მართული პროცესები დააფინანსოს“, - განაცხადა მიქანაძემ.

სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუსი „პრანკერების“ მახეში გაებნენ. რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს. გადაცემაში ჩანაწერის ნაწყვეტები გავიდა.

სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილის გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

ნანუაშვილმა საუბრისას აღიარა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია.

მარბიელი ზურაბიშვილს უთხრეს, აბა დახუჭე თვალები და პირი გააღეო... ახლა რაც არ უნდა იძახონ არა, კიტრი იყოო, ვინ დაიჯერებს!
4 საათის უკან