I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა -

I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"

ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა გაეზარდა - "ყაზტრანსოილის" ოპერატიული მონაცემებით, წელს, პირველ კვარტალში ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის ნავთობტერმინალი 1 მლნ 847 ათასი ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 335 ათასი ტონით, ანუ 22%-ით აღემატება. ჩაშლილად, რა სახის ტვირთის გადაზიდვა გაიზარდა ბათუმის ნავსადგურში უცნობია.

ბათუმიდან ხდება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთების მომსახურება. მათ შორის, სწორედ ბათუმის პორტიდან ხდება შუა აზიური ქვეყნებიდან სასუქების ნაწილის ტრანსპორტირებაც.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტვირთბრუნვა 2024 წელს 9%-ით გაიზარდა და 3,6 მლნ ტონა შეადგინა. შარშან პორტი მოემსახურა 1.8 მლნ ტონა ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რაც 2023 წელთან შედარებით 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1.8 მლნ ტონა საბორნე ტვირთი იყო, აქ ზრდა 5.9%-ია. ამასთან, 16.3%-ით შემცირდა პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91 200 ერთეული შეადგინა.